წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ Ambassadoriapartments.ge ვებ-გვერდის გამოყენების და პერსონალური მონაცამების გაზიარების პოლიტიკას.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

Ambassadoriapartments.ge-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით
Ambassadoriapartments.ge-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკაში აღწერილ პრაქტიკას. თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას, გთხოვთ თავი შეიკავოთ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისგან.
 

შეგროვებული ინფორმაცია

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მოიცავს:
საიდენტიფიკაციო ინფორმაციას: სახელი, გვარი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი.ტექნიკური ინფორმაციას: IPმისამართი, ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემა, cookies, ნანახი გვერდები და გამოყენების დრო. სხვა ინფორმაციას: ქონების ძიების ისტორია, ნანახი ობიექტები, გამოხატული ინტერესი კონკრეტული ქონების მიმართ.
 

ინფორმაციის შეგროვების მიზნობრიობა
თქვენგან შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი მიზნებისთვის:
ჩვენი სერვისების მიწოდება და გაუმჯობესება;
თქვენთვის პერსონალიზებული უძრავი ქონების შეთავაზებების გაგზავნა;
თქვენთან ჩვენი კომპანიის წარმომადგენელის დაკავშირება წერილობითი ან ვერბალური სახით;
კომუნიკაცია თქვენთან თქვენი კითხვებისა და მოთხოვნების პასუხად;
მარკეტინგული კომუნიკაცია თქვენი თანხმობით;
კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
 

ინფორმაციის გადაცემა
თქვენი პერსონალური ინფორმაცის გადაცემა არ მოხდება მესამე მხარეებზე, მისი გაყიდვის მიზნით. თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გავაზიაროთ სერვისის პროვაიდერებითან, უძრავი ქონების დეველოპერებითან და აგენტებთან, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ თქვენთვის შესაბამისი შეთავაზებების უზრუნველსაყოფად, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არსებობისას, მათ შორის სასამართლო განჩინების ან სხვა სამართლებრივი პროცესის საფუძველზე.
 

Cookies
ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია “cookie” და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა “cookie” ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად “cookie” ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ჩვენი ვებგვერდი იყენებს cookies და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ვებგვერდის ფუნქციონირების ანალიზისთვის. შეგიძლიათ მართოთ cookies თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში, თუმცა ზოგიერთი cookie-ს გათიშვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ვებ-გვერდის ფუნქციონირებაზე.
 

უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ სტანდარტულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად არაავტორიზებული წვდომის, გამჟღავნების, შეცვლის ან განადგურებისგან. მიუხედავად ამისა, ინტერნეტით გადაცემა არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო და ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ თქვენი ინფორმაციის 100%-იან უსაფრთხოებას.
 

თქვენი უფლებები
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
თქვენს შესახებ შენახული ინფორმაციის ნახვა;
არაზუსტი ინფორმაციის შესწორება;
ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა;
ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა.
ამ უფლებების გამოსაყენებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Ambassadoriapartments.ge არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი, სპეციალური ან თანმდევი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია ვებ-გვერდის გამოყენებით ან ვერ გამოყენებით, მათ შორის მაგრამ არა მარტო მოგების, მონაცემების ან სხვა არამატერიალური დანაკარგების გამო, მიუხედავად იმისა, თუ წინასწარ იყო გაფრთხილებული ასეთი ზიანის შესაძლებელობაზე.
 

მესამე მხარის ბმულები
ჩვენი ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებ-გვერდებზე ან სერვისებზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ასეთი ვებ-გვერდების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან ინფორმაციის სიზუსტეზე. ამ ვებ-გვერდებზე გადასვლა სრულად არის თქვენი პასუხისმგებლობა.
 

მომხმარებლის ვალდებულებები
ვებ-გვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ არ გამოიყენებთ ვებ-გვერდს შემდეგი მიზნებისთვის:
არ გამოიყენოთ ვებ-გვერდი უკანონო მიზნებისთვის ან რაიმე გზით, რომელიც აზიანებს ვებ-გვერდს ან ხელს უშლის სხვა მომხმარებლების მიერ  მის გამოყენებას;
არ ეცადოთ არაუფლებრივი წვდომის მოპოვება ჩვენს სისტემებზე ან არ ჩაერთოთ საქმიანობაში, რომელიც არღვევს ან აფერხებს ვებ-გვერდის მუშაობას;
არ დააკოპიროთ, არ შეცვალოთ, არ გაავრცელოთ და არ გამოიყენოთ ვებ-გვერდის შინაარსი ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
 

მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ პირობებიდან გამომდინარე ან მათთან დაკავშირებულ ნებისმიერი დავა ექვემდებარება მხოლოდ თბილისის კომპეტენტური სასამართლოს იურისდიქციას.
 

არასრულწლოვანთა მონაცემების კონფიდენციალურობა
ჩვენი ვებ-გვერდი განკუთვნილი არ არის 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ არასრულწლოვანთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს. თუ გავიგებთ, რომ პერსონალური ინფორმაცია შეგროვდა არასრულწლოვანისგან შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს მისი წასაშლელად.
 

ცვლილებები და განახლებები
ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ პოლიტიკა ჩვენი პრაქტიკის ცვლილებების ასახვისთვის.
 

დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ შეკითხვები ან შენიშვნები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ-ფოსტა: sales@ambassadoriapartments.ge
ტელეფონი: +995 32 2 122 000
მისამართი: ირაკლი აბაშიძის 70, თბილისი, საქართველო, 0179