ჩვენს შესახებ

ამბასადორი ჯგუფი 2004 წლიდან წარმატებით ოპერირებს სტუმარმასპინძლობის, სფეროში.

ჯგუფი აერთიანებს სასტუმროებს თბილისში, კაჭრეთში, გოდერძსა და ბათუმში - Ambassadori island, ხოლო კაჭრეთში მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ აპარტამენტებს. მის მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა საქართველოში პირველი გოლფისა და პოლოს მოედანი და სპორტული აკადემია.

ამბასადორი ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედის კაზინოები, მეღვინეობა ქებურია, სარესტორნო ქსელი, სტეფანო რიჩის ფრენჩაიზი და ამბასადორი ბიუთი.

დღეს ამბასადორი ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მრავალპროფილური და წარმატებული ბიზნესგაერთიანებაა საქართველოში, რომელიც პრემიუმ ცხოვრების სტანდარტებს ქმნის.

ამბასადორი კაჭრეთი სტუმრებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას სთავაზობს, რომელიც მოიცავს აუზებს, არტ გალერეას, ბოულინგის დარბაზს, სასროლეთს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, საბავშვო ოთახს, გოლფ კლუბს, საცხენოსნო კლუბსა და ღვინის ქარხანას. ეს ყველაფერი რეზორტს იდეალურ სივრცედ აქცევს როგორც აქტიური დასვენებისთვის, ისე კომფორტული ცხოვრებისათვის.

ამბასადორი კაჭრეთის გოლფ-რეზორტში შენდება ახალი პრემიუმ სივრცე, სადაც შეგიძლიათ გახდეთ სრულად აღჭურვილი აპარტამენტის მფლობელი და მიიღოთ წლიური საპროგნოზო შემოსავალი $20,000-მდე, ROI კი 20%-მდე.

ახალ შენობაში, აპარტამენტებთან ერთად, განთავსდება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპა და აუზი, სასტუმროს ნომრები, კაზინო, რესტორნები და თანამედროვე ლობი, რაც მფლობელებსა და სტუმრებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

აპარტამენტის მფლობელები მიიღებენ ამბასადორის ექსკლუზიურ ლოიალობის ბარათს, რომელიც უზრუნველყოფს უფასო წვდომას რეზორტის სრულ 5-ვარსკვლავიან ინფრასტრუქტურაზე და 30%-მდე ფასდაკლებას ფასიან სერვისებზე, მათ შორის სასტუმროს ნომრებზე და რესტორნებში.

აპარტამენტები იწყება 28 კვ.მ-დან და ბარდება Turn Key პირობით - სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და ყოველდღიური მოხმარების აქსესუარებით.

რეზორტის განვითარების ფარგლებში ასევე იხსნება რეგიონის პირველი ავიაციის სკოლა, სადაც მსურველები პილოტის პროფესიას დაეუფლებიან.

ახალი შენობის გახსნა 2028 წლის მაისშია დაგეგმილი.


 

ამბასადორი აპარტმენტს
ამბასადორი აპარტმენტს
ამბასადორი აპარტმენტს
ამბასადორი აპარტმენტს
ამბასადორი აპარტმენტს
ამბასადორი აპარტმენტს

ზარის მოთხოვნა

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი, და ჩვენ დაგიკავშირდებით უახლოეს დროში.
გაგზავნით ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს.